გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

"რუსული "იოლკა" ვერ დავდგით - ძალიან გემოვნებიანი და ტრენდულია ჩვენი ნაძვის ხე"

30-12-2019

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში მაყურებელს საახლაწლოდ განათებული დედაქალაქის მთავარი მოედანი დაათვალიერებინა და ისინი საახალწლო განწყობის შესაქმნელად სპეციალურად მათთვის მოწყობილ კონცერტებზე მიიწვია.

"ძალაინ მაგარი გარემოა. ძალიან ლამაზია აქაურობა. არ იცით რა ხდება ქუჩებში. კრიტიკის მიუხედავად გვაქვს ძლიან ლამაზი ნაძვის ხე, არის ულამაზესი და დახვეწილი. ყველას გირჩევთ მობრძანდეთ, წამოიყვანეთ შვილები და შვილიშვილები. 13 იანვრის ჩათვლით აქ დაგხვდებათ საახალწლო ღონისძიებები, რომელიც ყველა თაობისთვის არის გათვალისწინებული", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად დედაქალაქის მთავარ მოედანზე "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძეც იმყოფებოდა, რომელიც კახა კალაძეს დაეთანხმა და აღნიშა, რომ თბილისის საახალწო მორთულობა შეუდარებელია. 

"ასეთი სილამაზე ძალინ საამაყოა არ ვიცი კიდევ რამდენ ევროპულ ქალაქში შეიძლება იყოს ასეთი სილამაზე. ნაძვის ხე არის საოცრად დახვეწილი, ტრენდული და გემოვნებიანი. რუსული "იოლკა" ვერ დავდგით რავიცი", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

pia