გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერი: ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენს პრიორიტეტად რჩება

30-12-2019

უაღრესად მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს სამართალდამცავი სისტემის შემდგომი რეფორმირება; სისტემაში დაწყებული რეფორმები ადამიანის უფლებების დაცვის და გამოძიების ხარისხის გაძლიერების მიმართულებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის დემოკრატიზაციის, ასევე კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის 2019 წლის ბოლო სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, არანაირი ფასი არ ექნება კრიმინალის დამარცხებას, თუ არ გაგრძელდა ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვა.

„ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ 2020 წელს უნდა გავაგრძელოთ საგამოძიებო სისტემის დაწყებული რეფორმა, რათა მოხდეს გამოძიების ხარისხის გაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის საგამოძიებო კომპონენტების გამიჯვნის თვალსაზრისით. ამასთან, 2020 წლისთვის გააქტიურდება ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს და სამდივნოს მუშაობა, რამეთუ ადამიანის უფლებების დაცვა იქნება პრიორიტეტი 2020 წელსაც, ისევე, როგორც გასული წლების განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.