გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერი: ჩვენს წარმატებას არ ექნება მდგრადი და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა თუ არ შევქმენით ძლიერი განათლების სიტემა

30-12-2019

განათლების რეფორმა არის უაღრესად მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არანაირ ჩვენს წარმატებას, ვერც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში არ ექნება მდგრადი და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა თუ ჩვენ არ შევქმენით ძლიერ, თანამედროვე განათლების სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის 2019 წლის ბოლო სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლების სისტემური რეფორმა გაგრძელდება და იქნება პრიორიტეტული საქართველოს მთავრობისთვის 2020 წლის განმავლობაში.

„მინდა გამოვყო განათლება და ის, რასაც დღეს საქართველოს მთავრობა აკეთებს განათლების მიმართულებით. განათლების რეფორმა არის უაღრესად მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არანაირ ჩვენს წარმატებას, ვერც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში არ ექნება მდგრადი და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა თუ ჩვენ არ შევქმენით ძლიერი, თანამედროვე განათლების სიტემა. სხვანაირად ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ვერ შეძლებენ იყვნენ კონკურენტუნარიანები გლობალური კონკურენციის ფარგლებში, ამიტომ ის განათლების სისტემური რეფორმა გაგრძელდება და იქნება პრიორიტეტული საქართველოს მთავრობისთვის 2020 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით საშუალო და პროფესიული განათლების თვალსაზრისით“, - განცხადა გიორგი გახარიამ.