გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორის მერმა ორ ოჯახს დამდეგი ახალი წელი მოულოცა

30-12-2019

გორის მუ ნიციპალიტეტის მერი – კონსტანტინე თავზარაშვილი ლალი გიგუაშვილისა და ლეილა დალაქიშვილის ოჯახებს ეწვია ტყვიავსა და ფლავში, დამდეგი ახალი წელი ამჯერად უკვე საკუთარ ჭერქვეშ მიულოცა  და სურსათისა და ტკბილეულის პაკეტები გადასცა.
აღნიშნული ოჯახები მერიამ მიმდინარე წელს კოტეჯის ტიპის დროებით ნაგებობებში დააბინავა, რომლებიც უკიდურესად გაჭირვებული, უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეიძინა. მანამდე ისინი გაუსაძლის, სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველ პირობებში შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ. ლალი გიგუაშვილისა და ლეილა დალაქიშვილის ოჯახების გარდა, საახალწლო საჩუქრები იმ 7 მიუსაფარ ოჯახსაც გადაეცა, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უკანასკნელი 2 წლის მანძილზე კოტეჯებში დააბინავა. კოტეჯები ხის დროებითი ნაგებობებია, რომლებიც აღჭურვილია წყლისა და გაზის გამათბობლებით, ასევე, გამართული შიდა კომუნიკაციით. თითოეული კოტეჯის ღირებულება 9600 ლარია. მიუსაფარი ოჯახები კოტეჯებით 2 წლის განმავლობაში ისარგებლებენ.

კვირა