გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

3 მილიონამდე ლარი ნაგვის ურნებში - კალაძის ახალი გადაწყვეტილება

30-12-2019

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე 3 მილიონამდე ლარს ნაგვის ურნაში იხდის. მერიამ უკვე შეუკვეთ პორტუგალიურ კომპანიას ნაგვის ურნა და თითო ურნაში 31 700 ლარს იხდის.

ცნობილია, რომ საქართველოში ნაგვის ურნებს დეპუტატ ბექა ოდიშიარიას ქვისლი შემოიტანს, რომელიც თავის მხროვ მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი შემომწირველია.

ოპოზოცია კორუფციაზე საუბრობს და პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"წარმოუდგენელი ფასია... იხდიან 30-ჯერ უფრო ძვირს, ვიდრე ჩვეულებრივი ნაგვის ურნა, რომელიც დღეს დედაქალაქში დგას. მერიამ ეს კონტრაქტი, კომნკრეტულ კომპანიას ტენდერის გარეშე გაუფორმა"- აცხადებს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი.

ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ტენდერის გარეშე ნაგვის ურნის შეძენის შესახებ ინფორმირებულია ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც.

"კალაძე გახარიას თანხმობით, ერთ პირთან მოლაპარაკებით ყიდულობს ამ ნაგვის ურნებს. კომპანია კი რომელმაც 31 700 ლარიანი ურნები უნდა შემოიტანოს არის "ქართული ოცნების" დეპუტატის, ბექა ოდიშარიას ქვისლის კომპანია. კახი კალაძის ძმაკაცების კომპანია"- აცხადებს ნადირაძე.

საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

ცნობილია, რომ 90 ცალი ძვირათღირებული ნაგვის ურნა, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე განთავსდება.

,,ნიუპოსტი”

alia