გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

"ქართველმა ექიმებმა ნევროზზე მიმკურნალეს და თურმე კიბო მქონია" -თამაზ ელიზბარაშვილი

31-12-2019

ცნობილ ბიზნესმენს, ცხოველთა თავშესაფრის მეპატრონეს, თამაზ ელიზბარაშვილს ექიმებმა ფარისებრი ჯირკვლის სიმსიმნის დიაგნობი დაუსვევს.

ჩივილები რაც ავთვისებიან სიმსიმნეს მიუთითებდა, ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე დიაგნოზი გახდებოდა ცნობილი, მაგრამ ექიმები ვერ მიხვდნენ რასთან ქონდათ საქმე და წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ნევროზზე მკურნალობდნენ. მედიკამენტებმა შედეგი რომ არ გამოიღო შემდგომ სხვა ექიმს მიაკითხა.

"სანამ დიაგნოზს დამისვამდნენ, წელიწადითა და ორი თვით ადრე ოფლიანობა სისუსტე და უძილობა დამეწყო. ცნობილ ნევროპათოლოგთან მივედი, რომელთანაც დიდი ხნით ადრე ეწერებიან და ნაცნობობით ხვდებიან. ერთი პერიოდი საქართველოს პატრიარქის ექიმიც იყო. პატივი დამდო და მიმიღო. გამსინჯა ჩაქუცი მირტყა და მითხრა ჩემი პაციენტი ხარო. წამლები გამომიწერა და დამიწყო მკურნალობა. მისი გამოწერილი წამლები 4 თვე ვყლაპე... მერე ისე მოხდა რომ კოტე მარდალეიშვილთან ერთად გავხსენი დიაგნოსტიკური ცენტრი, რომლის ერთ-ერთი მფლობელი მე ვარ. კლინიკა უახლესი აპარატურით აღვჭურვეთ. ჩემივე კლინიკაში მივედი და ვუთხარი , ვკვდები სად არ ვიყავი წამლები მასვეს, მაგრამ არაფერი მშველის-მეთქი. მაშინვე ფარისებრი ჯირკვალზე გამიკეთეს ექოსკოპია და დაადგინეს, რომ 15 მილიმეტრიანი კვანძი მქონდა."-თამაზ ელიზბარაშვილი

rezonansi