გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა

31-12-2019

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

შალვა კერესელიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს პირადად ესტუმრა და წინასაახალწლოდ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და სიკეთეს. ვიცი, თითოეული თქვენგანის სურვილია მომავალი წელი გასულზე წარმატებული იყოს. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს, რათა ჩვენი რეგიონი კიდევ უფრო განვითარდეს და ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრების პირობები გაუუმჯობესდეს“, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ საახალწლო მილოცვაში.

"კვირა"