გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ახალი წლის დადგომა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს

31-12-2019

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ახალი, 2020 წლის დადგომა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს.

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მეთაურმა პირად შემადგენლობას საახალწლო საჩუქრები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადასცა. ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ მშვიდობისმყოფელებს ახალი წელი მიულოცა და მისიის წარმატებით დასრულება უსურვა.

მე-12 ბატალიონი ნატოს ეგიდით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 2019 წლის ნოემბრიდან ასრულებს. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.