გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

არჩილ თალაკვაძე: ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს - ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ხიდებს და დავიბრუნებთ ერთმანეთს

1-01-2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.

მისალოც წერილში არჩილ თალაკვაძე მადლობას უხდის ყველას, ვინც სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის სამსახურში იდგა.

"გასული წლის განმავლობაში ჩვენ ერთად, ბევრი რამის გაკეთება შევძელით! მადლობას გიხდით ყველას, ვინც იცავდით სამშობლოს; ვინც იცავდით ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას; ვინც ასწავლიდით ბავშვებს; მადლობა ყველას, ვინც ქვეყანა ასახელეთ და საქართველოს სახელით გაიმარჯვეთ; მადლობა საჯარო მოხელეებს, ვინც პროფესიონალურად ემსახურეთ თანამოქალაქეებს; მეწარმეებს და ბიზნესმენებს, ვინც ქმნიდით დოვლათს; მადლობა ვინც აშენებდით; მადლობა ვინც ღირსეულად წარმოადგინეთ საქართველო ქვეყნის გარეთ; ვინც ობიექტურად აშუქებდით მოვლენებს; მადლობა ვინც შეინახეთ და გაამდიდრეთ კულტურა, ხელოვნება და მეცნიერება; ვინც იცავდით გარემოს და დარგეთ ერთი ნერგი მაინც; მადლობა ქველმოქმედებისთვის; მადლობა ვინც რწმენითა და ლოცვით აძლიერებდით ჩვენს სამშობლოს! მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს!

დაე 2020 წელი უფრო მეტად წარმატებული, სიკეთით სავსე და პოზიტიური ყოფილიყოს! გადავდგათ მშვიდობიანი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ვიზრუნოთ დევნილებზე. მეტი შესაძლებლობა მივცეთ ახალგაზრდებს და აქტიურად ვიმუშაოთ მათთან ერთად. მივიდეთ უფრო მეტ ადამიანთან, ვინც გაჭირვებაშია და ჩვენს თანადგომას ელოდება. შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. განვავითაროთ და მოვუაროთ სოფლებს. მოვემზადოთ მეტი სტუმრის მისაღებად. განვაგრძოთ მუშაობა ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის. მოვუსმინოთ ერთმანეთს და მივაღწიოთ მეტ თანხმობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ახალ წელს ვულოცავ ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს და სამშობლოში დაბრუნებას ვუსურვებ! ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს - ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ხიდებს და დავიბრუნებთ ერთმანეთს.

ძვირფასო თანამოქალაქეებო, გილოცავთ 2020 წლის შემობრძანებას! ბედნიერი წელი ყოფილიყოს!"-ნათქვამია არჩილ თალაკვაძის მისალოც წერილში.