გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გასული წლის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით ბაზრებსა და ბაზრობებზე 45,1 ათასი კაცი ვაჭრობდა

2-01-2020

გასული, 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 208 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომელთა 30,8 პროცენტი ქ. თბილისშია, ხოლო 20,7 პროცენტი - იმერეთის, 12,0 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 12,0 პროცენტი - კახეთის, 7,2 პროცენტი - ქვემო ქართლის, 5,3 პროცენტი - აჭარის, 4,3 პროცენტი - შიდა ქართლის, 2,9 პროცენტი - სამცხე-ჯავახეთის, 1,9 პროცენტი - გურიის, 1,9 პროცენტი - მცხეთა მთიანეთის, 1,0 პროცენტი - რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებშია განთავსებული.

საქსტატის ინფორმაციით, ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის წილად მოდის მოქმედი ბაზრების და ბაზრობების საერთო რაოდენობის 76,4 პროცენტი, ინდივიდუალური მეწარმეების წილად კი - 21,1 პროცენტი. ბაზრების და ბაზრობების დანარჩენ ნაწილს გააჩნია სააქციო საზოგადოების (1,0 პროცენტი), კოოპერატივის (1,0 პროცენტი) და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0,5 პროცენტი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა.
2019 წლის ოქტომბერში, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე 45,1 ათასი კაცი ვაჭრობდა, რომელთა 44,3 პროცენტი ქალაქ თბილისზე მოდის, ხოლო 14,2 პროცენტი - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, 9,8 პროცენტი - ქვემო ქართლის, 9,1 პროცენტი - კახეთის, 7,5 პროცენტი - აჭარის, 7,5 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 3,6 პროცენტი - შიდა ქართლის, 1,8 პროცენტი - სამცხე-ჯავახეთის, 1,3 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის და 0,9 პროცენტი - გურიის რეგიონზე ნაწილდება.

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბერში საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ რეალიზებულია 302,0 მილონი ლარის ღირებულების სამომხმარებლო საქონელი (ავტომობილების გარდა), რომელთა 19,9 პროცენტი სასურსათო საქონელზე მოდის, 74,4 პროცენტი - არასასურსათო საქონელზე, ხოლო 5,7 პროცენტს ცხოველების და ფრინველების ჯგუფი შეადგენს. 90,6 მილონი ლარის ოდენობით შეფასდა ავტომობილებით მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების სავაჭრო ბრუნვის მოცულობა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბაზრების და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების ბრუნვის მოცულობის 61,5 პროცენტი ქალაქ თბილისზე მოდის, ხოლო 12,3 პროცენტი - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, 7,0 პროცენტი - ქვემო ქართლის, 5,0 პროცენტი - აჭარის, 5,0 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 3,4 პროცენტი - კახეთის, 3,3 პროცენტი - სამცხე-ჯავახეთის, 2,1 პროცენტი - შიდა ქართლის, 0,2 პროცენტი - მცხეთამთიანეთის და 0,2 პროცენტი - გურიის რეგიონზე ნაწილდება.