გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სამხედროებმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მრავალშვილიან ოჯახებს ახალი წელი მიულოცეს

4-01-2020

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებზე ინფორმაცია მოიძიეს და საკუთარი სურვილითა და ძალისხმევით მათთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ყოველდღიური მოხმარების ნივთები, ტკბილეული და ტანსაცმელი შეიძინეს.

სამხედრო მოსამსახურეებმა საქველმოქმედო აქციები თბილისში, დაბა ვაზიანის დასახლებაში, ახალციხეში, გორში, კასპში, წეროვანში, ქუთაისში, თერჯოლაში, სამტრედიაში, ხონსა და სენაკში ჩაატარეს.