გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსლან აბაშიძე პატრიარქს 87 წლის იუბილეს ულოცავს

4-01-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, რუსლან აბაშიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს 87 წლის იუბილეს ულოცავს.

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადებიდან 87-ე წლისთავს.

დიდია მისი უწმინდესობის ღვაწლი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის აღორძინების, დაქსაქსული საზოგადოების გაერთიანების, მრევლის ცნობიერების ამაღლების და ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში.

42 წელი გავიდა, რაც ღირსეულად ატარებს პატრიარქის მძიმე ჯვარს, მისი მოღვაწეობა საქართველოს ერთობის, აფხაზეთის საზოგადოების სულიერი სიმტკიცის, კულტურული იდენტობის შენარჩუნების და სახელმწიფოს განუყოფლობის გარანტია.

გვჯერა, მისი მონდომება შედეგს გამოიღებს და სერიოზულ წვლილს შეიტანს ხელოვნური ბარიერებით დაშორიშორებული საზოგადოების გამთლიანებაში.

ღმერთმა უმრავლოს მის უწმინდესობას სიცოცხლის წლები!"-ნათქვამია მისალოც წერილში.