წინასწარი ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც მანქანა განათების ბოძს დაეჯახა.
დაშავებული მოქალაქეები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.
ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
https://pia.ge/post/302585-avtosagzao-semtxveva-gurjaansi-arian-dasavebulebi