გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნიკა გვარამია ელიზაბეთ რუდზე: მთავარ ოპოზიციურ არხზე არასდროს მოსულა ქალბატონი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალბათ კარგად ვერ ვმღერით და ამიტომ

14-01-2020

ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე sova.news-ზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი გურიაში ქართულ სიმღერას ასრულებს.

„სიმღერა აახლოვებს.

ამჯერად ისე ძლიერი აღმოჩნდა, რომ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელისაბედ რუთიც კი ჩაიყვანა შორეულ გურიაში, კორუფციით და კრონიზმით ცნობილ ქოცდეპუტატ ოდიშარიასთან, ბიძინას „ლიჩნი" მომღერალ ერქომაიშვილთან (პირადად რომ გამოაგდებინა ახალ ხელისუფლებას გენიოსი უშიკიშვილი ფოლკლორის ცენტრიდან) და სხვა წვრილწვრილ ქოცებთან ერთად პოლიფონიის შესაკრავად. იმ გურიაში, კინაღამ რომ ჩაქოლეს დამხვედრმა გურულებმა ჩასული დელეგაცია, შიმშილით ვკვდებით და რა კალანდა 2020-ის საზეიმოდ ჩამოხვედით თქვენი ჯიპების ესკორტებითო.

აი, მაგალითად ჩვენთან, სასწაულებრივად უმოკლეს ვადაში გახსნილ მთავარ ოპოზიციურ არხზე, იმავე ქალაქში რომ მდებარეობს, რაც ამერიკის საელჩო, არასდროს მოსულა ქალბატონი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ეს ალბათ იმიტომ, რომ კარგად ვერ ვმღერით. მით უმეტეს, გურულ პოლიფონიას - ნამეტნავად რთულია“, - წერს ნიკა გვარამია.