გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გოდერძის, მესტიის და ყაზბეგის საკურორტო ზონებში ფრენებს „Wucher Helicopter Gmbh“ განახორციელებს

15-01-2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავსტრიულ კომპანია „Wucher Helicopter Gmbh“-ზე ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა.

სააგენტოში შემოტანილი განაცხადის მიხედვით, „Wucher Helicopter Gmbh“ მიმდინარე წლის 15 აპრილამდე გოდერძის, მესტიის და ყაზბეგის ზონაში განახორციელებს ოპერირებას, კერძოდ კი 3 ერთეული AS 350 B3 Ecureuil-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით „Heli-skiing” ტურებს მოემსახურება. ფრენები 18 იანვრიდან, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ზონაში ოპერირებით დაიწყება.

ფრენები დაიშვება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, ვიზუალური ფრენის წესებით (VFR).

„Wucher Helicopter Gmbh“-ის გარდა, „Heli-skiing” ტურებს გუდაურსა და მესტიაში გერმანული „HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ი ემსახურება. კომპანიების ოპერირება ბოლო რამდენიმე წელია, ხელს უწყობს უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს სათხილამურო კურორტებზე და უზრუნველყოფს ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.