გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ელიზაბეთ რუდი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას მიმართავს

15-01-2020

მოვუწოდებთ, დე ფაქტო ხელისუფლებას მისცეს ადგილობრივ მოსახლეობას შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება, - ამის შესახებ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშში რეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.


მან სოფლის მცხოვრებლებს სკოლის გახსნა მიულოცა და ფინანსური დახმარებისთვის დონორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა.


„აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას გამშვები პუნქტები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე და მისცეს ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების, სამედიცინო დახმარების მიღებისა და შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება,“ - განაცხადა რუდმა.


უკვე ოთხი თვეა, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას გადასასვლელები ჩაკეტილი აქვს.


https://accentnews.ge/ka/article/11625-ashsh-is-elchis-movaleobis-shemsrulebeli-cxinvalis-de