გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გასულ წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 834.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

15-01-2020

გასულ, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 3 771.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ. აშშ დოლარი (0.8 პროცენტით ნაკლები).

ამავე პერიოდში, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წელს 5 291.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა.