გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ანრი ოხანაშვილი: ირაკლი შოთაძეს იცნობენ ის ადამიანები, ვის მიმართაც სამართლიანობა აღდგა

19-01-2020

ირაკლი შოთაძეს იცნობენ დაზარალებულები - ის ადამიანები, ვის მიმართაც აღდგა სამართლიანობა - განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტვ „იმედის“ შაბათის ქრონიკაში“

ანრი ოხანაშვილმა ირაკლი შოთაძის პროკურორობის პერიოდში გახსნილ და ბოლომდე მიყვანილ საქმეებზე ისაუბრა, რომლებიც წინა რეჟიმის სისტემურ დანაშაულებს უკავშირდებოდა.

„2015-2018 წლებში 254 პირზე მეტი იქნა დაზარალებულად ცნობილი. 50 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონება დაუბრუნდა დაზარალებულებს. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვის მიმართაც სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. სამართლიანობის აღდგენა ასე მარტივად არ ხდება და როცა საქმე სისტემურ დანაშაულს ეხება, საკმაოდ რთულია. გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის საქმეები, მათ შორის, ტ/კ იმედის დარბევის საქმე, 7 ნოემბერი, 26 მაისი ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობის პირობებში იქნა გახსნილი და ბოლოსკენ წაყვანილი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ ირაკლი შოთაძე ღირსეულად მოიქცა.

„ბევრი გენერალური პროკურორი არ გადადგამდა იმ ნაბიჯს, რა ნაბიჯიც მან გადადგა. ირაკლი შოთაძემ აიღო პასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ის პოზიცია, რაც პროკურატურას ჰქონდა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს პროცესი სამართლიანად წარმართულიყო და არანაირი კითხვები არ გაჩენილიყო. ის არ ეთანხმებოდა სასამართლოს პოზიციას. მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.