გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თეა წულუკიანი თანამდებობიდან წასვლას გეგმავს

21-01-2020

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ის საკუთარ გუნდთან ერთად იუსტიციის სამინისტროს დატოვებას აპირებს.

როგორც წულუკიანმა დღეს პარლამენტში განაცხადა, მას აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის სულ რამდენიმე თვეღა დარჩა.

„სულ რამდენიმე თვე დარჩა ჩემი და და ჩემი გუნდის სამინიტროში ყოფნისა.

რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს არჩევნებში და რა თქმა უნდა, ის ჰუმანური პოლიტიკა, რომელიც ჩვენ პენიტენციურ სისტემაში მოვიტანეთ, აუცილებლად გაგრძელდება.

რა თქმა უნდა, ის პროექტები, რომლებსაც ჩვენ წელს ჩავუშვებთ, ჩემი შემდგომი მინისტრის მიერ გაგრძელდება, რომელიც მჯერა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იქნება. ახალი მინისტრი შეძლებს, რომ სისტემას უკეთესი რამ დააშენოს“-განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ერთადერთი მინისტრია, რომელიც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პორტფელს დღემდე ფლობს.