21-01-2020
სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, მოადგილესთან არჩილ ბუკიას ერთად იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს იუკიჰო ეჯირის და სასოფლო-კოოპერატივების ექსპერტს ტერუნუმა ჰიროშის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა კოოპერაციის შესახებ იაპონური გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობისთვის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიმართულებებით რეკომენდაციები შემუშავდება. კოოპერატივების საჭიროებებს იაპონელი ექსპერტების ჯგუფი შეისწავლის. ვიზიტის მიზანია ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოდელის შექმნის შესაძლებლობის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგ მომზადდება რეკომენდაციები. ტექნიკური დახმარების ფარგლებში გათვალისწინებულია სასწავლო ტურების ორგანიზება იაპონიაში.
დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 1044 სასოფლო-სამეურნეო კოპერატივი, რომელიც 10 739 მეპაიეს აერთიანებს.
სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რაც გულისხმობს მცირე ფერმერთა გაერთიანებით, მათი ძალებისა და რესურსების კონსოლიდაციით ბიზნესზე ორენტირებული სუბიექტების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.