გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნათია თურნავა: „ცენტრალური მთავრობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს სახელმწიფო ქონების გასხვისების პროცესში უფრო აქტიურად ჩართვას სთავაზობს“

22-01-2020

ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ახალ სამთავრობო ინიციატივაზე ისაუბრა , რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები ერთობლივად ამუშავებენ.

საუბარია 8000 ქონებაზე რეგიონებში, რომელთა გასხვისების პროცესში მუნიციპალიტეტებს უფრო აქტიურად ჩართვის, დასაქმებასა და ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ.

„ჩვენ, ქალბატონ მაია ცქიტიშვილთან ერთად, ვამუშავებთ დეცენტრალიზაციის პროგრამას, რომლითაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსაც ჩავრთავთ პრივატიზაციაში. თბილისში, კაბინეტებიდან, დიდი სურვილის მიუხედავად, შეიძლება სათანადოდ ვერ შევაფასოთ რომელიმე პატარა ობიექტის ბიზნესპოტენციალი. 8000 მცირე ქონება გვაქვს შერჩეული და ვაცხადებთ, რომ მოგვმართოთ მუნიციპალიტეტებმა, რათა ეს ქონება გადავცეთ და შემდეგ თავად მოახდინონ მისი გასხვისება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ეს არის დეცენტრალიზაციის სამთავრობო გეგმის ნაწილი, მაგრამ მთავრობა მზადაა, პროცესი დააჩქაროს.

„ყველა ეს ქონება იდენტიფიცირებულია და გვინდა მოუწოდოთ მუნიციპალიტეტებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ მათ გასხვისებაში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.