გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პროკურორი: მსჯავრდებულმა გ.ჯ.-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე, ბრალდების მხარეს მოაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია

22-01-2020

„მიღწეულია საპროცესო შეთანხმება გ.ჯ.-სთან მიმართებით, ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით. მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე, მოაწოდა ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია“,-ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განაცხადა.

მან განმარტა, რომ რადგან საქმე დახურულ სხდომაზე განიხილება, დეტალებზე ვერ ისაუბრებს. ამასთან პროკურორმა აღნიშნა, რომ უზენაეს სასამართლოში ბრალდების მხარე წარადგენს საკასაციო საჩივარს ბრალდებულ გ.ბ.-თან მიმართებით , ასევე, შუამდგომლობას საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე მსჯავრდებულ გ.ჯ.-თან დაკავშირებით და მოისმენს საკასაციო საჩივარს გ.ბ.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატისგან.

„ბრალდებული სააპელაციო სასამართლოში არ ეთანხმებოდა მის მიმართ წაყენებულ ბრალს, თუმცა, ამ ეტაპზე, მან აღიარა მის მიერ განხორციელებული ქმედება“,- განაცხადა თორნიკე ნადირაძემ.