15-11-2017
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა არაოფიციალური სია იმ ადამიანებისა, ვინც საკრებულოს სხვადასხვა კომისიაში დაიკავებს ადგილს. აღნიშნულ პოზიციებზე არჩევა ამ წუთებში მიმდინარეობს.
ჩამოთვლილ პირებს შორის მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კანდიდატებიც არიან. რის საფუძველზე შედგა სია წინასწარ, ამის შესახებ მმართველ გუნდში კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, დღეს გორის მუნიციპალიტეტის ახალი საკრებულოს წევრები შეიკრიბნენ და პირველი სხდომა გამართეს. დღის წესრიგში თავმჯდომარის, მოადგილისა და კომისიის წევრების არჩევა-დამტკიცება შედის.
წყარო: საინფორმაციო ცენტრი "შიდა ქართლი"