გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ზუგდიდში ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეების დახლები აიღო

31-01-2018

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეების დახლები აიღო. ადგილზე შესაბამისი ტექნიკაც მუშაობდა. ამ დროისთვის კი აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს.

ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არიან გარემოვაჭრეები.

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები ქალაქის მერს რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ. მათი ნაწილი, რომელიც ხილ-ბოსტანზე მუშაობს, შეთავაზებულ სავაჭრო ფართებს დასთანხმდა და მუშაობის გაგრძელებას აღნიშნულ ტერიტორიაზე აპირებს. ნაწილმა კი, რომელიც შერეული საქონლით ვაჭრობს, განაცხადა, რომ ადგილის დატოვებას არ გეგმავს და მუშაობის უფლებას მაისამდე ითხოვს.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ განმარტა, რომ მერია თითოეულ გარემოვაჭრეს ალტერნატიულ ფართს სთავაზობს, სადაც პირველი სამი თვე უსასყიდლოდ, შემდეგ კი დადგენილი ტარიფით ისარგებლებს.

რადიო: "ათინათი"