გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მებაჟე ოფიცრების შრომის ანაზღაურება გაიზრდება

24-01-2020

პირველი მარტიდან მებაჟე ოფიცრებს ხელფასი გაეზრდებათ, - ამ სიახლის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. მან მებაჟე ოფიცრებს მადლობა გადაუხადა კეთილსინდისიერი და თავდაუზოგავი სამსახურისთვის.

„მინდა იცოდეთ, რომ თქვენს შრომას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის,“ - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ დაგეგმილია საბაჟოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა.

ივანე მაჭავარიანმა, ასევე, მადლობა გადაუხადა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასა და საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერითაც ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაძლიერების მიმართულებით.