გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზუგდიდში ქალის გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის მამაკაცი დააკავეს

27-01-2020

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის მამაკაცი დააკავეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისროს ინფორმაციით, გამოძიება ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1955 წელს დაბადებული 1 პირი დღეს დააკავა. ის ბრალდებულია სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, სავარაუდო მსხვერპლის და ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 3 პირი.