გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თავისუფლებისმოყვარე ცოლ-ქმრის ორიგინალური გაფიცვა მე-19 საუკუნის იმერეთში

31-01-2018

გაზეთი „ისარი“, ქვემო იმერეთის ერთ სოფელში მცხოვრები ცოლ-ქმრის ორიგინალურ გაფიცვას, ახირებულს უწოდებს, რადგან თურმე ისინი ერთმანეთთან და-ძმანივით ცხოვრობენ და შვილის გაჩენას მანამ არ აპირებენ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ მათი პირმშო აუცილებლად თავისუფალ საზოგადოებაში იცხოვრებს.
„ქვემო იმერეთის ერთ მიყრუებულ სოფელში ცხოვრობს არა-ჩვეულებრივი ცოლ-ქმარი. ეს ცოლ-ქმარი მთელის თავის კერძო ცხოვრებით არსებულ წეს-წყობილებასა და კანონმდებლობას არა ცხარე წინააღმდეგობით, არა ძალ-მომრეობით, არამედ სრულებით ახალ, თავისებურ და ახირებულ საშუალებით უცხადებენ პროტესტს. ურთიერთთან შეთანხმებით ისინი და-ძმასავით სცხოვრობენ და შვილებს არ აჩენენ, რადგან არა სურთ არსებულ წესწყობილებას ახალი მორჩილი ქვეშევრდომები შესძინონ“-წერს გაზეთი „ისარი“. (სტილი დაცულია)

nsp.ge