გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გონიოს ციხის ტერიტორიაზე ,,გონიოს საბავშვო ფესტივალი 2020" გაიმართა

28-01-2020

გონიოს ციხის ტერიტორიაზე ,,საბავშვო ფესტივალი 2020’’ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მე-5 კლასის მოსწავლეებმა.

ფესტივალი დატვირთული იყო როგორც საგანმანათლებლო, ასევე გასართობი აქტივობებით.
სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში ბავშვებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ მოზაიკის ხელოვნების, ხატვისა და თიხით ძერწვის მასტერკლასებში. ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს დაურიგდათ სიმბოლური საჩუქრები.

ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდა.

ფესტივალის ჩატარების მიზანი ბავშვებისათვის თამაშის ფორმით არაფორმალური განათლების მიღება და გონიოს ციხის პოპულარიზაცია იყო.