გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სუს-მა ქუთაისში ქრთამის მიცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

31-01-2018

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ზაურ ბ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებული ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა, რომელსაც ქ. ქუთაისში, გელათის ქუჩა N191-ში მდებარე შენობაზე, პროექტის გარეშე სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებაში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით შესთავაზა 3 000 ლარი.
2018 წლის 30 იანვარს, ზაურ ბ-მ მერიის წარმომადგენელს გადასცა ქრთამის სახით შეთავაზებული თანხა,3 000 ლარი,რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს