გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„არცერთი წერილი არ ყოფილა დამალული“ - გიორგი გახარია კონგრესმენების წერილებზე

29-01-2020

სტრატეგიულ პარტნიორებს შორის რა სახის მწვავე კითხვებიც არ უნდა დაისვას, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ამ კითხვებზე დავჯდეთ და ვისაუბროთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ -სადაც არ უნდა დაისვას მწვავე კითხვები, რომელიც ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ქვეყნის საგარეო ორიენტაციას, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სენატორების წერილთან დაკავშრებით, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა წერილი, რომელიც იყო მიღებული, მხარესთან შეთანხმებით გასაჯაროვდა.

„ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და განვითარება არის შეუქცევადი. შეიძლება ჩვენს კოლეგებს აქვთ გარკვეული კითხვის ნიშნები. გარწმუნებთ, რომ არასოდეს არ შეგვშინებია მწვავე შეკითხვების. არც მწვავე პასუხების გაცემის არ შეგვშინებია, როგორც ქვეყნის შიგნთ, ისევე ქვეყნის გარეთ. წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ემოციების გარეშე, ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული. რაც შეეხება გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას. ყველაფერი არის შედარებითი. დღეს საქართველოს აქვს რეგიონში ყველაზე მზარდი ეკონომიკა, ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება, საქართველოს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები იზრდება. ქვეყანას აქვს მთელი რიგი გეგმა სტრუქტურული რეფორმების, რომელთა შესახებაც დღეს დონორებთან ვისაუბრეთ და ჩვენ როდესაც დონორებთან ვსაუბრობთ, ხომ გესმით დონორთა კონფერენცია რას ნიშნავს, ის სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც ტარდება ქვეყანაში, მათი მხარდაჭერით უნდა ჩატარდეს, როგორც ფინანსური, ასევე სხვა სახის.


გვესმის ჟრიამული რაც მოეწყო ამ წერილებთან დაკავშირებით გასაგებია, არის პოლიტიკური კონტექსტი და ყველა, რა თქმა უნდა საარჩევნო ციკლიდან გამომდინარე პოლიტიკურ კონტექსტში გამოიყენებს ამ წერილს.
ყველა წერილი, რომელიც იყო მიღებული, გასაჯაროებული იყო ყოველთვის მხარესთან შეთანხმებით, არცერთი წერილი არ ყოფილა დამალული.

პრემიერ-მინისტრმა წერილში კომპანია ფრონტერასტან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერი კომპანიის ინტერესებთან.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული არაკეთილსინდისიერი კომპანიის კონკრეტული ინტერესიდან გამომდინარეობს ეს პასუხი. ჩვეულებრივი ლობისტური ინტერესია და იმედი მაქვს, ამას სულ მალე, როდესაც შესაბამისი პროცედურები დასრულდება, სტოკჰოლმის არბიტრაჟი დაადასტურებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.