გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოკუპირებულ ცხინვალში ისტორიის ახალ სახელმძღვანელოს გამოსცემენ

31-01-2018

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ისტორიის ახალ სახელმძღვანელოზე მუშაობა სრულდება და ის ახალი სასწავლო წლისთვის ყველა სკოლაში დარიგდება, – ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

„სახელმძღვანელო უძველესი დროიდან 2008 წლის ჩათვლით რეგიონის ისტორიას მოიცავს და მის შექმნაზე მკვლევართა ჯგუფი მუშაობდა, მათ შორის მურატ ჯიოევი, ირინა გაგლოევი და კონსტანტინე პუხაევი“, – აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

სახელმძღვანელოს გამოცემა ოკუპირებულ რეგიონში იგეგმება და მისი ტირაჟი 500-ს გადააჭარბებს, – იტყობინება გამოცემა.

1tv.ge