გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ამერიკული მედია ,,THE HILL": შემდეგ კვირაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ შეკრებაში National Prayer Breakfast და კონგრესის ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს

31-01-2020

შემდეგ კვირაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ შეკრებაში National Prayer Breakfast და კონგრესის ლიდერებთანგამართავს შეხვედრებს,- ამის შესახებ ამერიკული გამოცემა ,,THE HILL” სტატიაში ,, ამერიკას სჭირდება საქართველოსნაირი სანდო მოკავშირეები“ წერს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკა უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, მათ შორის ძლიერი დიპლომატიის, სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამების და შეიარაღების მეშვეობით.

,,საქართველოს ოფიციალური პირების ვიზიტმა ვაშინგტონში კი შეიძლება უზრუნველყოს ის ბიძგი, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკასა და საქართველოს შორის. შემდეგ კვირაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ შეკრებაში National Prayer Breakfast და გამართავს შეხვედრებს კონგრესის ლიდერებთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აპირებს დაესწროს მაღალი დონის დისკუსიას რელიგიური თავისუფლების შესახებ. ეს უკანასკნელი მდივანი პომპეოს ინიციატივაა, რომელიც მიზნად რელიგიური თავისუფლებების გლობალურ ხელშეწყობას ისახავს.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შესაძლო ვიზიტი ვაშინგტონში შეიძლება იქცეს კიდევ ერთ შესაძლებლობად აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის ხაზგასასმელად. გასული წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა სრულ თანხმობაშია ამერიკისთვის არსებითად მნიშვნელოვან საკითხებზე და აქტიურად უჭერს მხარს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას ვენესუელასა და იერუსალიმთან დაკავშირებით.განსხვავებულ რეგიონებში ამერიკის ინტერესების დაცვა უზრუნველყოფილია სანდო მოკავშირეების მიერ, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონულ უსაფრთხოებაში. პოლონეთი, ისრაელი და საქართველო წარმოადგენენ სანიმუშო მაგალითს ამ მხრივ. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკა უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, მათ შორის ძლიერი დიპლომატიის, სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამების და შეიარაღების მეშვეობით”,- წერს იანუშ ბუგაისკი.

https://thehill.com/opinion/international/480761-america-needs-reliable-allies-like-georgia