გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მერაბ ქვარაია: იარეთ და ატარეთ ეს უაზრო და არფრისმთქმელი აქციები, ანთხიეთ ცილისწამებისა და სიცრუის ნიაღვარი, უფრო მალე წაიშლებით პოლიტიკურ რუქაზე, ეს თქვენი არჩევანია...

31-01-2020

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია მის ბიუროსთან გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება


"ნიშანდობლივია, რომ დღეს ამომიგდო ფეისბუქმა ეს ფოტო...

ეს არის პირველი აქცია, რომელიც გვიან ღამე მოვაწყვეთ ზუგდიდის ციხესთან... იქ, სადაც ადრე თითქმის ერთი წელი გავატარე ნამდვილ კოშმარში იმ ადამიანებთან ერთად, რომელთაგან ბევრმა, ისევე როგორც მე, არც იცოდა ნორმალურად რას ერჩოდნენ...

აქ, ამ აქციაზე იმ საოცარ ღამეს იდგნენ გმირები, ადამიანები, ვინც საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკის ფასად აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ არსებობის, ღირსების, სიცოცხლის უფლებას...

თქვენ რისთვის მოხვედით ყმაწვილებო დღეს ჩემს ბიუროსთან ?
იმ ბიუროსთან, რომელიც ყოველ დღე უამრავ ადამიანს ეხმარება სუფთა გულით და სუფთა ხელებით ?

თქვენ მოხვედით ფარსისთვის, ტელეეკრანებზე ერთწუთიანი გამოჩენისთვის და ეს ფარსი არავის არ სჭირდება, ისევე, როგორც მახინჯი პარტია ნაციონალური მოძრაობა, რომლეთან ერთადაც დაგეგმეთ დღეს აქ მოვარდნა...

ხელისუფლებაში იყავით და გვივარდებოდით შეხვედრებზე, ოპოზიციაში ხართ და გვივარდებით, ვერაფერს სწავლობთ ამ პოლიტიკურ ავანსცენაზე.

ერთი რამ ფაქტია, დღეს თქვენ არავინ გამტვრევთ ცხვირ-პირს და არავინ გექცევათ ისე, როგორც თქვენ ექცეოდით სხვებს...


რას ვიზამთ, კი ბატონო, იარეთ და ატარეთ ეს უაზრო და არფრისმთქმელი აქციები, ანთხიეთ ცილისწამებისა და სიცრუის ნიაღვარი და უფრო მალე წაიშლებით პოლიტიკურ რუქაზე, ეს თქვენი არჩევანია..."-აცხადებს ქვარაია.