გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

1-02-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ერთი წამყვანი ხიდის მქონე ავტომანქანებისთვის მხოლოდ ზამთრის საბურავებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დაშვებული. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზამთრის საბურავებით.