გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: საარჩევნო სისტემის შერჩევა და არჩევა სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა

1-02-2020

„საარჩევნო სისტემის შერჩევა და არჩევა ეს არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება, ეს არის მათ შორის, იმ პოლიტიკური ძალების უფლება, რომლლებიც საუბრობენ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ეს არის მთავარი არგუმენტი. არსებითია, ის, თუ რამდენად მისაღებია სხვადასხვა პოლიტიკურ ძალისთვის ის სისტემა, რომელიც ყალიბდება კონსტიტუციის დონეზე და თუ რომელი იქნება ეს სისტემა, ეს არის სახელმწიფოს გადასაწყვეტი. ეს იყო მთავარი არგუმენტი, რომელიც გაიზიარეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა და ამ არგუმენტზე დაყრდნობით იქნა ამოღებული სიტყვა პროპორციული რეზოლუციის ტექსტიდან“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესოის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეზოლუციაში, რომელიც წარადგინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთმა წევრმა, როჯერ გეილმა განიხილებოდა მონიტორინგის საკითხი, შეფასებული იყო საქართველოში არსებული ვითარება, საუბარი იყო ყველა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, საარჩევნო სისტემაზე და პირვანდელ ვარიანტში, ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ პროპორციულ სისტემაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ პოლიტიკური ძალები, თუმცა, ქაართულმა დელეგაციამ წარადგინა ინიციატივა, სიტყვა პროპორციული ამოღებული იქნა ტექსტიდან და საბოლოო ჯამში დარჩა მოწოდება იმის თაობაზე, რომ ყველა პოლიტიკური ძალა უნდა შეთანხმდეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს არის ევროპელი პარტნიორების მოწოდება.

მისივე თქმით, ამისთვის ყველაფერი გაკეთდება.

„დაწყებული გვაქვს კონსულტაციები, ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა, გაგრძელდება უახლოეს დღეებში კონსულტაციები და დიდი იმედი გვაქვს, რომ კონსტრუქციული მიდგომის პირობებში შეთანხმებას მივაღწევთ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.