გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარის მთავრობა „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობად აფასებს

31-01-2018

აჭარის მთავრობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას პასუხობს და ოპოზიციის ამ ქმედებას მორიგ ტყუილს უწოდებს.
ამასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობა განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მთავრობის აპარატის საჯარო მოხელეთა წლიური სახელფასო ფონდი არათუ გაიზარდა, არამედ 60 030 ლარით შემცირდა.

„ეს გახლავთ ნაციონალური მოძრაობის მორიგი ტყუილი და საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მორიგი მცდელობა.
საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ: მთავრობის თავმჯდომარის ხელფასი 1 იანვრამდე შეადგენდა 5793 ლარს (დარიცხვით, რასაც აკლდება 20%), 1 იანვრიდან კი შემცირდა და განისაზღვრა 5750 ლარით (დარიცხვით).
მთავრობის აპარატის უფროსის ხელფასი (სარგო და დანამატი) 1 იანვრამდე იყო 3728 ლარი (დარიცხვით, რასაც აკლდება 20%), 1 იანვრიდან კი შემცირდა და განისაზღვრა 3700 ლარით (დარიცხვით).
გარდა ამისა, უშუალოდ მთავრობის აპარატის საჯარო მოხელეთა წლიური სახელფასო ფონდი არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა 60 030 ლარით, რაც განაპირობა მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებამ ორი მრჩევლისა და ორი თანაშემწის, სულ 4 საშტატო ერთეულის შემცირებაზე.
რაც შეეხება სხვა დანარჩენ მოხელეებს, მათ შორის დეპარტამენტის უფროსებს, განყოფილების უფროსებს და სპეციალისტებს, ამ შემთხვევაში მოხდა სახელფასო სარგოს სახელფასო შკალასთან შესაბამისობაში მოყვანა და მათ მცირედით, მაგრამ გაეზარდათ ხელფასები.
თუმცა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა საუბრები სადღესასწაულო თუ კვარტალურ პრემიებსა თუ დანამატებზე.
რაც შეეხება ბაღის აღმზრდელების ანაზღაურებას, აღმზრდელის ხელფასი 240 კი არა 420 ლარია. თუმცა, რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი მერია ბაღებთან მიმართებაში რეორგანიზაციას ახორციელებს და რეორგანიზაციის შედეგად არის საუბრები სახელფასო სარგოს გაზრდასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ალბათ თავად მერია გააკეთებს განმარტებებს“- ნათქვამია განცხადებაში.