გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დღეს თამარობაა

31-01-2018

31 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს. 

წმინდა მეფე თამარი 1178 - 1213 წწ-ში მოღვაწეობდა. იგი ტახტზე 12 წლის ასაკში ავიდა და სახელმწიფოს 5 წელი მამასთან, გიორგი III-თან ერთად მართავდა. ის საქართველოს პირველი ქალი მეფე იყო.

 

ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელს საქართველოს მეფობა ოქროს ხანაში მოუწია და წარმატებული მმართველიც აღმოჩნდა.

 

თამარის დროს, საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას არ ემყარებოდა, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი შეადგენდა და ქვეყნის გაერთიანება ეფემერული ხასიათისა იყო. ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით, კი გაერთიანებული საქართველოს სიძლიერე შესაფერის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა.

 

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ერისა და ეკლესიის წინაშე დიდი დამსახურების, ეკლესიის კეთილმსახურებისა და სიქველისათვის თამარ მეფე წმინდანად შერაცხა.

 

მკვლევრების აზრით, თამარი გელათის მონასტერში, უნდა იყოს დაკრძალული. თუმცა, დღემდე მისი საფლავის მოკვლევა ვერ მოხერხდა.