გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რა აღიარა და რატომ მოუხადა შევარდნაძემ ქართველ ხალხს ბოდიში გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე

3-02-2020

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ცოდვა, რაც მას ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე მიუძღვის, ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება გადააბარა.


"სააკაშვილს ხელისუფლება მე ჩავაბარე და დღევანდელი გადასახედიდან რომ ვფიქრობ, ჩემი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ამაზე დიდი ცოდვა არ მიმიძღვის. ამას ათასჯერ მოვინანიებ უფლისა და ხალხის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სხვა გზა, სხვა გამოსავალი არ მქონდა.


შევარდნაძე რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილი პრეზიდენტი ვერ გახდებოდა. ვაღიარებ და ბოდიშს ვუხდი ქართველ ხალხს"-განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ "ასავალ დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 2013 წლის 2 ივლისს გამოქვეყნდა.

NSP.ge