გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

უგულავა კალაძეს: დღის ბოლომდე წარადგინე ჩემი ხელმოწერილი განცხადება, სადაც წერია რომ 50 მლნ მოვიპარე

3-02-2020

“ბატონო კახი ხართ უწიგნური და მატყუარა! ცდილობთ ხალხი სიცრუეში შეიყვანოთ”-“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი გიგი უგულავა თბილისის მერს მიმართავს და სთხოვს, რომ ბრალის აღიარების დოკუმენტი, რომელზეც მერი საუბრობს, დღის ბოლომდე წარადგინოს.

” თუ გინდათ ტოებით და ბიჭოებით მოგმართავთ, ან მის გარეშე რომ დღის ბოლომდე წარადგინით ჩემს მიერ ხელმოწერილი, განცხადება თუ ბრალის აღიარება რომ მე 50-მილიონი მოვიპარე. თუ ამას არ იზამთ, დღის ბოლოსთვის იქნებით ის, ვინც თქვენ ჰომოგენურად ყველაზე მეტად გესმით… მატყუარას ჟარგონულად რაც ჰქვია, თქვენივე წრეში კარგად მოიკითხეთ,”- განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, დღეს, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა: “რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი?! 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა

ipress