გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დეპუტატ წილოსანის სკანდალური პოსტი და გურული პოლიტიკოსების შეფასებები- "მინიმუმ, უნდა დაფიქრდე"

31-01-2018

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა გიორგანაშვილს განაჩენი ფეისბუქის გვერდზე საქმის გამოძიების დასრულებამდე გამოუტანა:

 

"საინტერესო, საოცარი და გენიალური საზოგადოება ვართ და, რაც მთავარია, ყველაფერში პროფესიონალურად გათვითცნობიერებული.

 

თან გვიკვირს ნარკომანიის მიმართ რომანტიული განწყობები რატომ არის და ამდენი ნარკოდამოკიდებული რატომ ჰყავს ქვეყანას...

 

გავიგეთ ბახალა სახელი და უცბად აჭრიამულდა საზოგადოება, ოღონდ არც კი ვიცით, რისთვის მიუსაჯეს 8 წელი... თუ 45 აბი (400 გრამამდე) სუბოტექსი გამოსაზამთრებლად შეიძინა ან ის 843 აბი მძღოლს რომ გამოატანა დიდი მარაგების გასაკეთებლად სჭირდებოდა. მაგრამ არა, ეს შინაარსი ვის აინტერესებს ან კიდევ უარესი, თუ დაინტერესდით და მაინც ესეთ ამბავში ხართ...

 

მე პირადად საწინააღმდეგო კითხვა გამიჩნდა _ წაყენებული მუხლიდან მინიმალური წელი რატომ მიუსაჯეს? მუხლი ხომ 8-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა?!

 

  1. S. და კიდევ, შედარებები რომ მოყავთ სამი კაცის დამჭრელს, ერთი ადამიანის დამჭრელს იგივე როგორ მიესაჯაო, აი აქ ჩანს ზუსტად, როგორი რომანტიული დამოკიდებულება გვაქვს ნარკოგამსაღებლების მიმართ და რომ ვერც კი ვაცნობიერებთ იმ სიმძიმეს, რასაც ნარკოგამსაღებელი ქვია..." _ დაწერა წილოსანმა.

 

დეპუტატის ამ პოსტს საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება მოყვა. მათ შორის იყო გიორგი გიორგანაშვილის მეუღლე ანი ჩადუნელი, რომელმაც დეპუტატს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიში მოსთხოვა.

 

თუმცა, როგორც გაირკვა, ნინო წილოსანი, სტატუსის გამო, რომელშიც, იურისტების შეფასებით, უდანაშაულობის პრეზუმპციაა დარღვეული, ბოდიშის მოხდას არ აპირებს _ ამის შესახებ წილოსანმა "გურია ნიუსთან" საუბრისას განაცხადა:

 

"ჩემი პოსტის ქვემოთ მითითებულია პროკურატურის ოფიციალური პოზიცია, რაზე დაყრდნობითაც გავაკეთე განცხადება. შესაბამისად, თუ ბოდიშის მოხდა სურთ, უმჯობესი იქნება პროკურატურას უჩივლონ", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნინო წილოსანმა.

 

წილოსანის სკანდალური პოსტი გურულმა პოლიტიკოსებმაც შეაფასეს და დეპუტატს საკუთარი უფლება-მოსილება შეახსენეს:

 

"როცა წარმოადგენ უმრავლესობას, ხოლო შენი პოზიცია აშკარა უმცირესობაშია, მინიმუმ, უნდა დაფიქრდე, რამდენად პასუხობ საზოგადოების დაკვეთას. მით უმეტეს, როცა ხარ იმ ორგანოს წევრი, რომელიც პირდაპირი წესითაა არჩეული ხალხის მიერ და სწორედ ამ ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს", _ აღნიშნავს "გურია ნიუსთან" საუბრისას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კახა ასკურავა.

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ბესო ქათამაძე კი წილოსანს ურჩევს, რომ "ბახალას" საქმის გარჩევის და დანაშაულის შემცველი განცხადების გაკეთებას, ჯობს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ის სოფლები გაიხსენოს, რომლებიც მის საარჩევნო ოლქში შედის:

 

"ძალიან სამწუხაროა, როცა უმრავლესობის დეპუტატი, რომელიც ჰუმანურობის და სხვათა უფლების დამცველი უნდა იყოს, ასეთ არაადეკვატურ, დისკრიმინაციულ განცხადებებს აკეთებს. ისე, ქალბატონმა დეპუტატმა, სანამ დანაშაულის შემცველი განცხადებების კეთებას დაიწყებს, უმჯობესი, იქნება, გაიხსენოს, რომ ის ოზურგეთის 6 სოფლის რჩეულიცაა და რომელთა არსებობაც დავიწყებული აქვს. უმჯობესია, ხალხზე იზრუნოს და წინასაარჩევნოდ გაცემული შეუსრულებელ დაპირებებს მიხედოს", _ აღნიშნა ბესო ქათამაძემ ჩვენთან საუბრისას.

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, "შენების მოძრაობის" წევრი გოჩა მეგრელიშვილი ამბობს, რომ წილოსანმა არ იცის, სად რა უნდა თქვას:

 

"რა უნდა გითხრათ? ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ამ "ლიდერს" წარმოდგენა არ აქვს არც პოლიტიკაზე, არც იურისპრუდენციაზე, არც დიპლომატიაზე, არც იმაზე - თუ სად, როდის, რა და როგორ უნდა თქვას, ან არ თქვას! ქართულ პოლიტიკაში ჩართული პირები ხშირად სცოდავენ ამ კუთხით, როცა მიიჩნევენ, რომ რამდენიმე შეხვედრაზე ან მიტინგზე სიტყვით გამოსვლა საკმარისია "პოლიტიკაში მოსასვლელად".

 

არადა, არც კარგი ეკონომისტობა, ან რომელიმე სხვა პროფესიაში გარკვეული მიღწევები არ გახლავთ იმის დამადასტურებელი, რომ ესა თუ ის პიროვნება "პოლიტიკურ ლიდერობას გაქაჩავს". პოლიტიკური ნიჭი ისევე საჭიროა პოლიტიკოსისთვის, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის მქონე პირისთვის საკუთარი პროფესიის ზედმიწევნით კარგად ცოდნა. მეტიც, პოლიტიკოსები განსაკუთრებული, მრავალმხრივი ცოდნითა და არაორდინალური აზროვნების უნარით უნდა გამოირჩეოდნენ. ამიტომაცაა, რომ ამდენი წელია, ქართველ ვაიპოლიტიკოსთა "პოლიტიკური სიბეცე" საქართველოს და ქართველ ხალხს ძვირი უჯდება!!!"_ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას გოჩა მეგრელიშვილმა.



შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 25 იანვარს გიორგი გიორგანაშვილი, იგივე "ბახალა", ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.  2018 წლის 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ  გიორგი გიორგანაშვილი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნო  და სასჯელის  ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


ვრცელი ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ვებგვერდზე http://www.gurianews.com/