გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სოხუმში ანტიკორუფციული კანონის მიღების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება

4-02-2020

ანტიკორუფციული კანონის მიღების ინიციატორებმა ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. 

გავრცელებული ინფორმაციით, აქციაში 20-მდე ადამიანი მონაწილეობს. დემონსტრანტებმა შენობის წინ კარვები გაშალეს და აცხადებენ, რომ კანონის მიღებამდე დაშლას არ აპირებენ. 

რუსული მედია წერს, რომ საუბარია გაეროს კონვენციაზე კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც ძალაში 2005 წლის დეკემბერს შევიდა. ამ ეტაპზე მას 186 მონაწილე შეურთდა. დოკუმენტი მათ კორუფციასთან ბრძოლას, შესაბამისი კანონების მიღებას და სპეციალური ორგანოების შექმნას ავალდებულებს. 

imedinews.ge