გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დღეიდან საქართველოში კორონავირუსის დადგენა შესაძლებელია

4-02-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსის დადგენა დღეიდან უკვე საქართველოშიც შესაძლებელია.


გამყრელიძის თქმით, დამატებითი რეაგენტები საქართველოში გერმანიიდან გამოიგზავნა. ამასთანავე, ვირუსთან დაკავშირებით საზღვრები მაღალ დონეზე კონტროლდება.

"ღამით გერმანიიდან ჩამოვიდა დამატებითი რეაგენტები, რომლებიც გვაკლდა იმისთვის, რომ ლაბორატორიული დიაგნოზი დაგვესვა ამ დაავადების. თუ იქნა სავარაუდო შემთხვევა და დიდი ალბათობით გვექნება, იმიტომ რომ ეს აპიდაფეთქება მალე არ დამთავრდება, საქართველოში ბოლომდე გვექნება საშუალება, რომ სრულად იქნეს ადგილზე ყველაფერი გამოკვლეული. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ინფექციის შემოტანა პრევენტირებული იყოს. საზღვრები საკმაოდ მაღალ დონეზე კონტროლდება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

pia