გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სახალხო დამცველის და მისი მოადგილეების ხელფასები, პრემიები და დანამატები

4-02-2020

“სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 7000 ლარს. 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით მას დანამატის და პრემიის სახით ანაზღაურება არ მიუღია.” – საინფორმაციო სააგენტო “აიპრესმა” ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატიდან გამოითხოვა.

ნინო ლომჯარიამ 2018 წელს შრომის ანაზღაურების სახით მიიღო 84 000 ლარი. მის მიერ მივლინებებზე გახარჯული თანხა შეადგენს 33 120 ლარს, საიდანაც 20 126 ლარი მიზნობრივი გრანტითაა დაფინანსებული. საწვავზე გაწეული ხარჯის ოდენობა 5 926 ლარია.

ნინო ლომჯარიას  2019 წლის 11 თვეში მიღებული აქვს 77 000 ლარი ხელფასის და 18 439 ლარი სამივლინებო თანხის (აქედან 7730 ლარი დაფინანსებულია გრანტით) სახით. საწვავზე გაწეული ხარჯი შეადგენს 5 098 ლარს.

სახალხო დამცველის პირველი მოადგილის, თამარ გვარამაძის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 6 300 ლარია. მას 2018 წელს ორჯერ აქვს მიღებული დანამატი (600 ლარი და 1800 ლარი). სულ თამარ გვარამაძემ წლის განმავლობაში (თებერვალი-დეკემბერი და არასრულად ნამუშევარი იანვარი) შრომის ანაზღაურების სახით მიიღო 76 425 ლარი. სამივლინებო თანხის ოდენობამ 28 969 ლარი (აქედან 14225 ლარი დაფინანსებულია გრანტით) შეადგინა, ხოლო საწვავზე გაწეულმა ხარჯმა კი 5 638 ლარი.

თამარ გვარამაძეს 2019 წლის 11 თვეში  მიღებული აქვს 75 600 ლარი შორის ანაზღაურების (69 300 თანამდებობრივი სარგო და 6 300 ლარი პრემია მაისში) და 31 168 ლარი სამივლინებო თანხის (აქედან 13 909 ლარი დაფინანსებულია გრანტით) სახით. საწვავზე გაწეული ხარჯის ოდენობამ შეადგინა 4274 ლარი.

სახალხო დამცველის მოადგილის ეკატერინე სხილაძის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 6000 ლარია. მას 2018 წელს ერთხელ აქვს დარიცხული დანამატი 600 ლარი. სულ ეკატერინე სხილაძემ 2018 წელს შრომის ანაზღაურების სახით მიიღო 72 600 ლარი. სამივლინებო თანხის ოდენობამ 30 924 ლარი (აქედან 8713 ლარი დაფინანსებულია გრანტით) შეადგინა, ხოლო საწვავზე გაწეულმა ხარჯმა კი 8 371 ლარი.

ეკატერინე სხილაძეს 2019 წლის 11 თვეში  მიღებული აქვს 72 000 ლარი შორის ანაზღაურების (66 000 თანამდებობრივი სარგო და 6000 ლარი პრემია აპრილში) და 25 474 ლარი სამივლინებო თანხის (აქედან 17591 ლარი გრანტით დაფინანსებულია) სახით. საწვავზე გაწეული ხარჯის ოდენობამ შეადგინა 8479 ლარი.

სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 6000 ლარია. მას 2018 წელს სამჯერ აქვს დარიცხული დანამატი (600 ლარი, 1800 ლარი და 6000 ლარი) სულ გიორგი ბურჯანაძემ 2018 წელს (თებერვლიდან დეკემბრის ჩათვლით) შრომის ანაზღაურების სახით მიიღო 74 400 ლარი. სამივლინებო თანხის ოდენობამ 16 251 ლარი (აქედან 6 968 ლარი დაფინანსებულია გრანტით) შეადგინა, ხოლო საწვავზე გაწეულმა ხარჯმა კი 8147 ლარი.

გიორგი ბურჯანაძეს 2019 წლის 11 თვეში  მიღებული აქვს 72 000 ლარი შორის ანაზღაურების (66 000 თანამდებობრივი სარგო და 6000 ლარი პრემია აპრილში) და 15 488 ლარი სამივლინებო თანხის (აქედან 6189 ლარი გრანტით დაფინანსებულია) სახით. საწვავზე გაწეული ხარჯის ოდენობამ შეადგინა 7562 ლარი.

სახალხო დამცველის და მისი მოადგილეების მიერ 2018 წელს შრომის ანაზღაურების სახით მიღებული თანხის ოდენობამ 307 425 ლარი, სამივლინებო თანხის ოდენობამ 109 264 ლარი (აქედან 50 032 ლარი მიზნობრივი გრანტით დაფინანსებულია), ხოლო საწვავზე გაწეული ხარჯის ოდენობამ კი 28 082 ლარი შეადგინა.

2019 წლის 11 თვის მონაცემებით სახალხო დამცველის და მისი მოადგილეების შრომის ანაზღაურებაზე დახარჯულია 296 600 ლარი, მივლინებებზე 90 569 ლარი (აქედან 45 419 ლარი მიზნობრივი გრანტითაა დაფინანსებული), ხოლო საწვავზე გაწეული ხარჯის ოდენობა შეადგენს 25 413 ლარს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მომუშავეეებზე (123 კაცი) შრომის ანაზღაურების მუხლით 2018 წელს გამოყოფილმა საბიუჯეტო ასიგნებამ შეადგინა 298 7200 ლარი,

2019 წლის გეგმით გათვალისწინებულია 3 390 000 ლარი (13,5%-ით მეტი 2018 წელთან შედარებით),

 2020 წლის გეგმით 3 690 000 ლარი (8,8%-ით მეტი 2019 წლის გეგმურთან შედარებით).

წლის ბოლომდე დარჩენილ ერთ თვეში, სახალხო დამცველსა და მის მოადგილეებზე მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს გაცემის შემთხვევაში, მათ მიერ 2019 წელს შრომის ანაზღაურების სახით მიღებული თანხა (321900 ლარი) 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (307 425 ლარი) გადააჭარბებს 14 475 ლარით ანუ 4,7%-ით.

ipress