გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარნეულის მერიასა და საკრებულოში თანამდებობის პირების ხელფასი გაიზარდა

31-01-2018

მარნეულის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2650 ლარის ნაცვლად 4100 ლარი გახდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა მერიისა და საკრებულოს სხვა თანამდებობის პირების ხელფასის ოდენობაც.

დადგენილება მარნეულის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებისათვის სარგოების გაზრდის შესახებ საკრებულოს სხდომაზე 2018 წლის 18 იანვარს დამტკიცდა, მისი ამოქმედება კი 1 იანვრიდან განხორციელდა. 

საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალიტეტის მერის თემურ აბაზოვისა და საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიორგაძის თანამდებობრივი სარგო, რომელიც 2650 ლარს შეადგენდა, 4100 ლარით განისაზღვრა

თვეში 2250 ლარის ნაცვლად 3700 ლარს მიიღებს მარნეულის მერის პირველი მოადგილე, ხოლო მერის ორი მოადგილის ხელფასი 2100 ლარის ნაცვლად 3400 ლარი გახდა. 1680 ლარიდან 2300 ლარამდე გაიზარდა მერიაში არსებული 8 სამსახურის უფროსის ხელფასი. 

2250 ლარიდან 3500 ლარამდე გაიზარდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ყოველთვიური ანაზღაურება. საკრებულოს 5 კომისიისა და 4 ფრაქციის თავმჯდომარეების, ასევე საკრებულოს აპარატის უფროსის ანაზღაურება კი 1680 ლარის ნაცვლად 2300 ლარი იქნება. 

საშტატო ნუსხის შესაბამისად, მარნეულის მერიაში 192, საკრებულოში კი 29 საჯარო მოსამსახურე მუშაობს. აქედან 19 პოლიტიკური თანამდებობის პირია.

reginfo.ge