გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნიკოლოზ მეტრეველი: ნაცების სისტემური დანაშაულის მხილება და საქმეების ბოლომდე მიყვანა სწორედ შოთაძეს უკავშირდება და სულაც არ მიკვირს, რომ მის დაბრუნებას გაფართოებული თვალებით უყურებენ

4-02-2020

„ნაცების სისტემური დანაშაულის მხილება და საქმეების ბოლომდე მიყვანა სწორედ შოთაძეს უკავშირდება და სულაც არ მიკვირს, რომ მის დაბრუნებას გაფართოებული თვალებით უყურებენ“, - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

„მოკლედ ირაკლი შოთაძის დღევანდელ გასაუბრებაზე:

თუ ოპონენტების მთავარი ხელჩასაჭიდი მის გასაკრიტიკებლად არის ის ფაქტი, რომ მან ბიძინა ივანიშვილთან საგანმანათლებლო პროექტზე ისაუბრა და ამ ფაქტს კიდევ რამდენიმე ბიზნესმენიც შეესწრო, ნიშნავს იმას, რომ ძალიან ძლიერი პიროვნება და სუფთა ადამიანია. ზოგადად, ნაცების სისტემური დანაშაულის მხილება და საქმეების ბოლომდე მიყვანა სწორედ შოთაძეს უკავშირდება და სულაც არ მიკვირს, რომ მის დაბრუნებას გაფართოებული თვალებით უყურებენ. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს, ყველაზე მეტად მისი დღევანდელი გასაუბრებიდან ერთი ფრაზა დამამახსოვრდა - მან თქვა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ბოლომდე არის მისაყვანიო. ამას ელოდება საზოგადოება შოთაძისგან და იმედია, ეს იმედები არ იქნება ფუჭი“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.