გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სააკაშვილი: ხელისუფლებას რამდენიმე მილიარდი ლარი დავუტოვეთ, რომ ხალხისთვის მოეხმარებინათ

5-02-2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. მისი თქმით საქართველოში ძალიან ბევრი გაჭირვებული ოჯახია, რომლებსაც დახმარება ესაჭიროება.
"ბაღდათის ტრაგედიასთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც ოლიგარქი ხარჯავს ათობით მილიონ ლარს მხოლოდ თავისი ხეების გადატანაზე, გადარგვაზე და გზების გაკეთებაზე ამ ხეებისთვის. იმ პირობებში , როდესაც მან დახარჯა 100 მილიონ ლარზე მეტი მარტო გასულ წელს
თავის ბინძურ პროპაგანდაზე, ტელევიზიებზე, თავის Facebook ბოტებზე ტყუილების გასავრცელებლად ! მათ ვერ იპოვეს რამდენიმე 100 ლარი ამ გაუბედურებული ოჯახის დასახმარებლად და რეალურად სიცოცხლის გადასარჩენად...
და ასეთი ოჯახები სულ უფრო ბევრია იმიტომ, რომ როდესაც მთავარი ხელისუფალი არის მთავარი ქურდი, როდესაც ხელისუფლება იპარავს აღარ რჩება სახსრები ჩვეულებრივი ხალხისთვის...
და როდესაც ისინი ხელს იშვერენ ჩემი ხელისუფლებისკენ - ციფრები არი ჯიუტი რამ!გაეროს მონაცემებით ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში სიღარიბე შემცირდა მინიმუმ 2-ჯერ ხოლო,UNICEF-ის მონაცემებით ასევე ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდა 3-ჯერ.
მერე ამათ დავუტოვეთ რამდენიმე მილიარდი ლარი რომ მოეხმარებინათ ხალხისთვის, ამის მაგივრად ეს ყველაფერიწაიღეს სახლში და აგრძელებენ საქართველოს ძარცვას და ამათ პირობებში სიღარიბე გაიზარდა ისევ მინიმუმ 2-ჯერ,ასევე დაიწყო მომატება ბავშვთა სიკვდილიანობამ.
აი, ეს არის ფაქტები საერთაშორისო ორგანიზაციების!
საქართველოში უნდა გათენდეს!
საქართველო უნდა დადგეს მუხლებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ გავექცევით ახალ ტრაგედიებს, იმიტომ რომეს არის ხელისუფლება რომელიც მოვიდა პატარა ბარბარე რაფალიანცის მკვლელობით და აგრძელებს ბავშვების ხოცვას! ამას ყველაფერს დაესმება ძალიან მალე წერტილი, ამის დაპირებას გაძლევთ!"-წერს სააკაშვილი.