5-02-2020
მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “ოპელის” და “მერსედესის” მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგეადაც სამი ადამიანი დაშავდა.
მედიკოსების შეფასებით, ორი ადამიანის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ერთი შედარებით მძიმედაა. პაციენტები მარნეულის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ადგილზე მობილიზებულია გადაუდებელი დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, გამოძიიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.