გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გორში მამაკაცმა ბიუსტჰალტერი და ტრუსები მოიპარა

5-02-2020

გორის მუნიციპალიტეტში მამაკაცმა ბიუსჰალტერი და ტრუსები მოიპარა. ბრალდებულმა რამდენიმე სახლში უკანონოდ შეაღწია.

ერთი საცხოვრებელი ბინიდან ჯ.ჯ-მ 100 დოლარიანი კუპიურა, ერთი ვარდისფერი ტრუსი, ერთი წითელი ტრუსი და ერთი შავი ფერის ბიუსტჰალტერი მოიპარა.

 

მეორე ბინიდან კი, მობილური ტელეფონი "ნოკია აშა 530" და სახლის ეზოდან 1 ცალი ლურჯი საცვალი.

 

ბრალდებულმა დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. კერძოდ, სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებს ჯ.ჯ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სკამი დაარტყა სხეულზე რამდენჯერმე.

 

აღნიშნული დანაშაულების გამო,  ჯ.ჯ -ს გორის რაიონულმა სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

radiomosaic