გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, შპს „სუპერმარკეტი“ მზადყოფნას გამოთქვამს, 3 თვის განმავლობაში გარემოვაჭრეებს უსასყიდლოდ დაუთმოს ადგილები

31-01-2018

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, შპს „სუპერმარკეტი“ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, 3 თვის განმავლობაში, გარემოვაჭრეებს უსასყიდლოდ დაუთმოს სავაჭრო ადგილები.

აღნიშნულთან დაკავშირებით მერია წერილობით ცნობას ავრცელებს, რომელსაც სუპერმარკეტის დირექტორი აწერს ხელს.

ზუგდიდში გარემოვაჭრეები დილიდან საპროტესტო აქციებს მართავდნენ. ისინი გარევაჭრობას და იმ დახლების ადგილზე დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც წუხელ გვიან ღამით, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა აიღო. გარემოვაჭრეების ნაწილი მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართებზე უარს აცხადებს.

„არ არსებობს, ის ფართები რასაც ამბობენ. ბაზრის შიგნით ვაჭრობის საშუალება ექნება მხოლოდ ხილ-ბოსტნის გამყიდველებს. ჩვენი ადგილი იქ არ არის და სად გვიშვებენ, გვანახონ სად უნდა ვიმუშავოთ“,- აცხადებენ გარემოვაჭრეების ნაწილი.

ისინი აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.

აქციის მონაწილეებთან დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელებიც იმყოფებოდნენ. მათი თქმით, გარევაჭრობა პრობლემაა, თუმცა მისი აკრძალვა ერთ კონკრეტულ ადგილას არ შეიძლება. მათი განცხადებით, აღნიშნული ტერიტორიით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან დაინტერესებული.

რაც შეეხება ზუგდიდის მერს, ლაშა გოგია აცხადებს, რომ ზუგდიდში გარევაჭრობა არ იქნება.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"