გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხეში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს

6-02-2020

5 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს ახალციხეში.


ლიტერატურული ღონისძიება ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა, რომელშიც ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები, ქალაქის N1 და N5 საჯარო სკოლების, კერძო სკოლა „მზექას“ მოსწავლეები, პედაგოგები, ბიბლიოთეკის თანამშრომლები და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე წაიკითხეს თანამედროვე და კლასიკოსი ქართველი მწერლების ნაწარმოებებიდან ამონარიდები, ადგილობრივმა პოეტებმა კი საკუთარი შემოქმედება გააცნეს სტუმრებს.


ლიტერატურულ საღამოს სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ წიგნის მნიშვნელობასა და მისი კითხვის აუცილებლობაზე ისაუბრეს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ღონისძიებაში ახალგაზრდების ჩართულობაზე.


ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ასევე, გაცნობოდნენ გამოფენებს, სადაც წარმოდგენილი იყო ცენტრალური და საბავშვო ბიბლიოთეკების წიგნები, მესხი მწერლების ნაწარმოებები, მაღაზია „პაპირონისა“ და „ბიბლუსის“ წიგნები.


ქალაქ ახალციხის გარდა, წიგნის კითხვის კვირეულის ფარგლებში, ლიტერატურული ღონისძიებები ტარდება ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ ბიბლიოთეკებსა და ახალგაზრდულ ცენტრებშიც.


“ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ სამყარო!“ ასეთია წიგნის საჯაროდ კითხვის დღის მთავარი ლოზუნგი, მისი ავტორი ამერიკელი მწერალი პემ ალინია. ღონისძიების მიზანი საზოგადოებაში წიგნის პოპულარიზაციაა.